top of page

ქათმის კვერცხი მეხსიერებას აუმჯობესებს


ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება მეხსიერების ასაკობრივი შესუსტებისა და დემენციის განვითარების რისკს ამცირებს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოხალისეების ერთი ჯგუფის რაციონში 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ორი ცალი კვერცხი ჩართეს. მეორე ჯგუფი ჩვეული წესით განაგრძობდა კვებას, ოღონდ კვერცხი მენიუდან მთლიანად იყო ამოღებული. კვლევის მონაწილეებმა მეხსიერების, ლექსიკური მარაგისა და ყურადღების კონცენტრაციის ტესტები ექსპერიმენტამდეც გაიარეს და მის შემდეგაც. როგორც გაირკვა, უკვერცხო მენიუს მქონე პირებს, პირველი ჯგუფის წევრებთან შედარებით, გაცილებით ცუდი მაჩვენებლები აღმოაჩნდათ. მეცნიერები თავის ტვინის მუშაობაზე კვერცხის დადებით გავლენას იმით ხსნიან, რომ პროდუქტი ორი ტიპის ანტიოქსიდანტს – ლუტეინსა და ზეაქსანტინს შეიცავს. ეს ნივთიერებები კი ადამიანის ინტელექტსა და მეხსიერებაზე დადებითად მოქმედებს. -


bottom of page