top of page

ქათმის კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია


მეცნიერთა თქმით, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლო გახდა. ამჟამად პროდუქტი შეიცავს ნაკლებ ცხიმსა და კალორიას, მეტ ვიტამინებსა და მინერალებს, რაც ქათმების კვების (მცენარეულმა ცხიმმა ჩაანაცვლა ხორცი და ძვლის ფქვილი) გაუმჯობესების შედეგია, იტყობინება The Telegraph. ექსპერტების თქმით, ყვითრი იგივე ზომის დარჩა, ხოლო ცილებმა ზომაში მოიმატა. შედეგად, კვერცხი შესახედავად უფრო დიდი ზომის გახდა, რაც ბევრ მომხმარებელს იზიდავს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მონაცემებით, ამჟამად კვერცხებში D ვიტამინი 70%-ით, ხოლო სელენი, რომელიც კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, უნაყოფობისა და ინფექციის განვითარების რისკს ამცირებს, ორჯერ მეტია. ცხიმების შემცველობამ კვერცხში 20%-ით დაიკლო, რაც მოიცავს ნაჯერი ცხიმების 20%-ით დაკლებას, 13%-ით ნაკლებია კალორიულობა და 10%-ით - ქოლესტერინის რაოდენობა. ამჟამად საშუალო ზომის კვერცხს 66 კალორია შეესაბამება, ხოლო 30 წლის წინ ეს მაჩვენებელი 91 კალორია იყო. აქედან გამომდინარე დიეტოლოგები თამამად ურჩევენ ადამიანებს თავიანთ რაციონში კვერცხის ჩართვას.


bottom of page